„„დაახლოებით ერთი კვირაა, კომუნიკაცია გვაქვს. მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს“,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჰარცელი ამბობს, დისკუსიები კვლავ გრძელდება.
„როგორც გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარესთან, რომ შევძლოთ პოზიციების განსაზღვრა. ეს უზრუნველყოფს, რომ დისკუსიები საერთო პლატფორმისკენ წავიდეს. მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს.
ვფიქრობ, რეალურად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ასახავს წუხილებს, რაც გამოიხატა გასულ კვირებში, ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას შეუძლია, გამოვიდეს კრიზისიდან უფრო ძლიერი, მათ შორის – გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. მე ვხედავ ამის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ფასილიტატორებს ხვდებიან.










