fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად ჩამოვიდა – მიმოხილვა

15:18 მარტი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა. ის უკვე რამდენიმე დღეა შეხვედრებს მართავს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

პოლიტიკურ დიალოგში ჩართული მხარეები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც დისკუსია მიმდინარეობს – ესაა შარლ მიშელის მიერ პირველ მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შეხვედრაზე ჩამოწერილი 6 საკითხი.

დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მან ქვეყანაში დარჩენის დრო გაახანგძლივა.

|ვინ არის კრისტიან დანიელსონი

კრისტიან დანიელსონი 1956 წლის 27 სექტემბერს შვედეთის ქალაქ ლიდინგეში დაიბადა. ის 1977-1981 წლამდე სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში (Stockholm School of Economics), ბიზნეს ადმინისტრირებისა  და ეკონომიკის მიმართულებით, სწავლობდა.

1981-1982 წლებში დანიელსონმა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მეორე მდივნის თანამდებობას დაიკავა.

1982-1984 წლებში დანიელსონი ლუანდაში (ანგოლა) შვედეთის საელჩოში მეორე მდივანი იყო. 1984-1987 წლებში კი ის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შვედეთის დელეგაციის მეორე მდივნის თანამდებობას იკავებდა.

ევროკავშირის ცნობით, კრისტიან დანიელსონი 1987-1992 წლამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი მდივანი იყო. 1992-1995 წლებში ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

2008-2010 წლებში დანიელსონი ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო მანამდე, სანამ 2011 წელს ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნებოდა.

2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად იგი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.

 

მომზადებულია Europa.eu-ს მიხედვით

თეგები: კრისტიან დანიელსონი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

აპრილი 17, 2021
787
მსოფლიო

მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია – მარინა კალიურანდი

აპრილი 14, 2021
798
პოლიტიკა

გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკების პროცესი შედგება – გიორგი ამილახვარი

აპრილი 13, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია