გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომელმაც არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიუხედავად, დაფინანსება მიიღეს, მის “პედესტალზე” ვერ დადგება, ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
“უცბად აღმოვაჩინე, რომ ყველა მონაწილე ჩვენ გარდა [ალეკო არ ესწრებოდა] ფულს იღებს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ ფული უნდა ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი გვაქვსო. ამაზე მე და ბატონმა [გიგა] ბოკერიამ ვიკამათეთ ცხარედ ამ თემასთან დაკავშირებით. მე საჯაროდ ვუთხარი, რომ სულ მექნება მორალური პედესტალი და ეს გაითვალისწნე. ასე ვიმოძრავებ, ეს ხალხი, რომელიც ფულს იღებს გაყალბებული არჩევნების შედეგად, რომლის შედეგსაც ასაჩივრებს, ეგ ხალხი ჩემს პედესტალზე ვერ დადგება.
3 მილიონ-ნახევარზე ვამბობთ უარს. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ისეთი მდიდარი ადამიანი ვარ, რომ სამ მილიონ-ნახევარი არ მჭირდება? მაგრამ უარი ვთქვით იმიტომ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო წმინდა და არ ყოფილიყო შერყვნილი და პირველი აქ გაირყვნა ბოიკოტი”, – განაცხადა ხვიჩიამ.









