მოქალაქეებმა, ვისაც კომუნალური უსუბსიდირდებათ, თუმცა შეღავათით სარგებლობა არ სურთ, უარი 11 იანვრის ჩათვლით უნდა განაცხადონ.
ინფორმაცია ამის შესახებ სემეკის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
გეკუთვნით თუ არა ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ აირზე სუბსიდირება, ამის გასარკვევად უნდა შეავსოთ შესაბამისი ფორმა, რომელიც სემეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამავე გვერდზე შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ უარს აცხადებთ შეღავათით სარგებლობაზე.
ცნობისთვის, შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.











