ვისთვისაც კოვიდი სასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს.
„რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











