fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვიცოდეთ, რა საწვავს ვასხამთ – კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მესამე სინჯი სტანდარტებით შეუსაბამოა

13:54 ივნისი 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
Pumping gas

Pumping gas

1.1k
ნახვა

საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანა.

ასოციაცია საწვავის ხარისხის კონტროლის აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საწვავის ხარისხი რჩება მნიშვნელოვან პრობლემად მთელი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისათვის.

წლების მანძილზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის არასრულფასოვანი სისტემა ვერ უმკლავდებოდა ბაზრის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების „მოჭარბებულ“ ძალისხმევას – საქართველო ექციათ უხარისხო საწვავის რეალიზაციის შესაძლო ადგილად.

ვფიქრობთ, საკითხი აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის – უხარისხო საწვავის თითოეული წვეთი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკოსისტემისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტივობამ ყველას დაანახა პრობლემის მასშტაბი და სიღრმე: 2020 წელს ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებთან.

ანუ, ვიღებთ რეალობას, როდესაც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა ზიანდება რიგი კომპანიების კანონდარღვევების გზით მოღვაწეობის ხარჯზე, რაც, მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისათვის.

უკიდურესად აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნაწარმოები ნავთობპროდუქტები დაექვემდებაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივ მონიტორინგს.

ფაქტია, რომ საწვავის ხარისხის კონტროლის არსებული სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს და თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანას, ხოლო საკანონმდებლო ბაზა საწვავის ბაზრის ნებისმიერი ოპერატორის მიერ ამ სახის კანონდარღვევებისათვის უმკაცრესი რეგულაციების დაწესებას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კვლავაც გააგრძელებს სიტუაციის ანალიზს, მონიტორინგს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება საწვავის ხარისხის კუთხით დღეისათვის არსებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უხარისხო საწვავის მიმოქცევის აღმოფხვრის კუთხით გადადგმულ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზაზე ყველას გვმართებს თანაბარი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა გავექცეთ“, – ნათქვამია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაში.

თეგები: ნავთობისაწვავი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასებს აპროტესტებდნენ, 7 პირი დააკავეს

მარტი 21, 2021
1.1k
რეგიონები

ბათუმში მძღოლებმა საწვავზე ფასის გაზრდა გააპროტესტეს

მარტი 13, 2021
816
ეკონომიკა

აშშ-ში რეკორდული რაოდენობის ნავთობი დაგროვდა

ივნისი 10, 2020
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია