კომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენებს შეწყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ,,ევიეიშენ 24” ავრცელებს.
მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისია. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის თვითმფრინავების რაოდენობა ქუთაისში 2-მდე შემცირდება.
გაუქმდება რეისები – ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები.
კომპანიას ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.











