“ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ასახავს ჩვენს სულისკვეთებას და ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ეს ჩვენი შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
არც არის გასაკვირი. საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ოლქიდან, რომელიც არა მარტო ყოფს აფხაზეთს, არამედ უსაფრთხო მომავლის შემქმნელი უნდა გახდეს. ესა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მე ვხედავ ყოველთვე, როდესაც ჩავდივარ აღმოსავლეთ უკრაინაში მსგავს სიტუაციას. ჩემი მეგობრები მოლდოვიდან მეუბნებიან, რომ იციან, რა არის ანექსირების საფრთხე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.











