ასეთის შექმნა გვინდა. ვფიქრობ, გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ის ცალსახად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე, რომელიც მესამე არ იქნება, ლიდერობის პრეტენზია ექნება. ასეთის შექმნა გვინდა. ვფიქრობ, გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ის ცალსახად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზეა ორიენტირებული, „ქართული ოცნების“ თავის სატკივარია, ვიდრე ჩვენი.
ეს ნათელია, მათი პარტიელების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციურ ძალას არ წარმოადგენენ. ჩვენი ამოცანა რეალური პროდასავლური ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაა. ამ ფლანგზე ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა დაეხმარება ოპოზიციურ ფლანგს, რომ გაზარდოს ელექტორატი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.










