არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა
ვრცელდება ინფორმაცია 2 მძევლის გათავისუფლების შესახებ
არსებული ინფორმაციით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა 2 მძევალი გაათავისუფლა.
როგორც საპატრული პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, თავდაპირველად შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავდა აყვანილი.
აქვე, მძევლებისთვის უცნობია, მოყვანილია თუ არა ხელყუმბარა, რომელიც თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს აქვს, საბრძოლო მდგომარეობაში.











