“ვთხოვთ „ქართული ოცნების“ წევრებს, ნუ შეუწყვეტენ საკუთარ კოლეგებს უფლებამოსილებას ხვალ, რადგან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” ოპოზიციის დეპუტატებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, არც ის და არც ვახტანგ მეგრელიშვილი არ იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები.
„ვიცი, რომ კანონით მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ერთგვარი კეთილი ნების ჟესტი, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს მოლაპარაკების კონსტრუქციულად დასამთავრებლად. თუ ეს ასე არ მოხდება და ამის მიუხედავად ჩვენ კოლეგებს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მე და ვახტანგ მეგრელიშვილსაც დაწერილი გვაქვს განცხადება, რომელსაც შეწყვეტისთანავე ჩავაბარებთ პარლამენტს და როგორც კი ეს ფაქტი მოხდება, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოს პარლამენტის წევრები. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. დანარჩენს, ყველაფერს მხოლოდ ამ მიზნით ვაკეთებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










