„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი” – ამ სიტყვებთან ერთად, გურამ დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს. ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილი, ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
ყველასთვის საყვარელი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 26 მარტს 82 წლის გახდა.











