WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ამ კვირაში ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ეფექტური ზომების გარეშე, ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი აპრილის თვესთან შედარებით, შესაძლოა, 5-ჯერ მეტად გაიზარდოს.
ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.
„ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ყოველდღიურად ვირუსის ახალი შემთხვევები მატულობს, საავადმყოფოებში მიმართვიანობა იზრდება. კორონავირუსი ახლა უკვე მსობლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მე-5 ადგილს იკავებს“,- განაცხადა კლუგემ.











