WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება.
„ჩვენ ამ პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება“,- განაცხადა გებრეიესუსმა.
WHO-ს დირექტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არსებული ვითარება ცრუ განგაში არაა და რომ ზოგიერთი ქვეყანა სახიფათო გზას ადგას.
მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ სიკვდილიანობა, ჯანდაცვის სერვისების ჩამოშლა და სკოლების კვლავ დახურვა“,- განაცხადა ტედროსმა.











