„ევროპის ქვეყნების 80% ვირუსის შემთხვევების მზარდი მაჩვენებლით გამოირჩევა“,-ამის შესახებ WHO-ს წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ევროპის ქვეყნების 80% ვირუსის შემთხვევების მზარდი მაჩვენებლით გამოირჩევა. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათგან უმრავლესობამ წარსულში ვირუსის აფეთქებების გაკონტროლება შეძლო და კვლავაც შეძლებს.
ჩვენ ახლა განსხვავებულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ვიდრე თვეების წინ ვიყავით. დღეს ვირუსზე უფრო მეტი რამ ვიცით. აუცილებელია, რომ გავერთიანდეთ, რადგან ვირუსის კონტროლს ასე შევძლებთ“,- განაცხადა კერხოვემ.











