ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
სამედიცინო ჟურნალში, BMJ-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჰიდროქსიქლოროქინი ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელს არ ამცირებს.
ცნობისთვის, ჰიდროქსიქლოროქინს მალარიის სამკურნალოდ იყენებენ. თუმცა, პანდემიის დასაწყისში აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წამალს კოვიდის პრევენციის მიზნით იღებდა.











