WHO იმედოვნებს, რომ კორონავირუსის ასობით მილიონი ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება და მოწყვლად ჯგუფში მყოფ ადამიანებს მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
WHO-ს მთავარი მეცნიერის თქმით, მსოფლიო მასშტაბით 200-ზე მეტ შესაძლო კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობენ.
„იმედიანად ვარ განწყობილი, ოპტიმისტი ვარ. ვაქცინის შექმნა ძალიან კომპლექსური პროცესია. თუმცა, კარგი ისაა, რომ ჩვენ ბევრი შესაძლო ვაქცინა და პლატფორმა გვაქვს. ასე, რომ თუ ერთ-ერთი მათგანი არ გამოდგება, იმედი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავნებდეთ.
თუ იღბლიანები აღმოვჩნდებით, წლის ბოლომდე ვაქცინის ერთი ან ორი წარმატებული კანდიდატი გვექნება“,- განაცხადა WHO-ს მთავარმა მეცნიერმა.











