ევროპამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს. კონტაქტების გამოვლენის გარეშე ვირუსი შეიძლება, უკონტროლო გახდეს,- ამის შესახებ WHO-ს წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
WHO-ს განცხადებით, ამჟამად ევროპის 46 ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების 46 პროცენტია აღრიცხული. მათივე თქმით, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ერთი მესამედი ასევე ამ რეგიონშია დაფიქსირებული.
„ვირუსი ფართოდ ვრცელდება. ჩვენ ვხედავთ კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს და ამავე დროს კონტაქტების გამოვლენისა და მათი აღრიცხვის საშუალებების სიმცირეს, რაც ვირუსს უკონტროლოს ხდის“, – განაცხადა რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ევროპაში ვირუსის გაკონტროლება ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე იქნება შესაძლებელი.











