კორონავირუსი გლობალური ჯანდაცვის ყველაზე სასტიკი საგანგებო მდგომარეობაა, რაც WHO-ს ოდესმე გამოუცხადებია, – ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის 16 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 640 000 ადამიანი.
„პანდემია დაჩქარებული ტემპით ზრდას განაგრძობს. ბოლო 6 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა გაორმაგდა,“- აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.











