WHO კორონავირუსის ახალ მუ (Mu) ვარიანტს სწავლობს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კოვიდის ახალი მუ (Mu) შტამი იგივე B.1.621, პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს. ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში.
WHO-ს ინფორმაციით, მუ (Mu) ვარიანტს ისეთი მუტაციები აქვს, რომელმაც ის, შესაძლოა, ვაქცინების მიმართ რეზისტენტული გახადოს. თუმცა, ამის დაზუსტებას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება.










