WHO-ს განცხადებით, მომავალ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 10 მილიონს მიაღწევს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„პანდემიის პირველ თვის განმავლობაში ინფიცირების 10 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გასული თვის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ოთხ მილიონს მიაღწია“,- განაცხადა გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, ეს „გამომაფხიზლებელი შეხსენებაა“ იმ პასუხისმგებლობისა, რომ ორგანიზაციამ და მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.