WHO-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი 4 ქალიდან ერთი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 15-19 წლის გოგონების მეოთხედი სიცოცხლის მანძილზე ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა.
ძალადობის შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-39 ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა.











