ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება განაგრძონ. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian -ი ავრცელებს.
„არ გვინდა ხალხი პანიკაში ჩავარდეს. ქვეყნებს მოვუწოდებთ AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება განაგრძონ. ჯერჯერობით კავშირი ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის კავშირი დადასტურებული არ არის“, – განაცხადა WHO-ს მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა.
ცნობისთვის, ევროპის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით მას შემდეგ შეაჩერა, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ.











