WHO-ს ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, ხოლო თუკი მოგზაურობას აუცილებლობა მოითხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
„პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავებს უნდა დაუსვათ არის: ნამდვილად გჭირდებათ მოგზაურობა? იზეიმეთ თქვენს ოჯახთან ერთად და თავიდან აიცილეთ სხვადასხვა ოჯახის შეკრება. თუკი სხვა ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოგიწევთ, ეცადეთ, შეხვდეთ მათ ღია ცის ქვეშ, შეინარჩუნოთ ფიზიკური დისტანცია და გაიკეთოთ პირბადე. თუკი ერთი ადგილიდან მეორეში წასვლა აუცილებელია, გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე. როდესაც აეროპორტებში, მატარებლების ან ავტობუსების სადგურებზე იქნებით, ან თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში ისხდებით, თან გქონდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები ან ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ, არ იმოგზაუროთ. თავი აარიდეთ გადაჭედილ სავაჭრო ცენტრებს. ეცადეთ, იმ დროს წახვიდეთ საყიდლებზე, როდესაც ნაკლები ხალხი იქნება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ონლაინ,“ – აცხადებს გებრეიესუსი.
We all want to be with our loved ones during the upcoming holidays, but we mustn't be complacent. #COVID19 is changing the way we celebrate, but it doesn’t mean we can’t celebrate. Be safe: follow local guidance, stay with your household & avoid crowds. #InThisTogether pic.twitter.com/lQtsFKmumT
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) December 6, 2020











