WHO-ს სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, კორონავირუსის მესამე ტალღაც იქნება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, პანდემიის დროს ევროპის რეაგირება არასრულფასოვანი იყო.
„ზაფხულის თვეებში, როდესაც პირველი ტალღა კონტროლის ქვეშ მოაქციეს, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. ახლა ჩვენ მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე. თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, მესამე ტალღაც გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში“, – განაცხადა ნაბარომ.
ნაბარომ რეკომენდაციების დაცვის კუთხით მისაბაძ მაგალითად სამხრეთ კორეა მოიყვანა.
„აქ ხალხი მთლიანად ჩართულია, ისინი იცავენ დისტანციას, ატარებენ პირბადეებს, გადადიან იზოლაციაში, როდესაც ავად ხდებიან, იბანენ ხელებს და ასუფთავებენ ზედაპირებს. ისინი იცავენ მაღალი რისკ -ჯგუფში მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა ნაბარომ.











