კორონავირუსის ვაქცინის განაწილების მხრივ, მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა,- ამის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„პირდაპირ ვიტვი: კორონავირუსის ვაქცინის განაწილების მხრივ, მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა. ეს მარცხი უღარიბეს ქვეყნებში სიცოცხლისა და საარსებო წყაროების ფასად დაგვიჯდება“, – აცხადებს გებრეიესუსი.
"I need to be blunt: the world is on the brink of a catastrophic moral failure – and the price of this failure will be paid with lives and livelihoods in the world’s poorest countries"-@DrTedros #EB148 #COVID19 #ACTogether https://t.co/zWc35Gv6aN pic.twitter.com/8RUobvVloR
— World Health Organization (WHO) (@WHO) January 18, 2021











