„ქართული ოცნება“ ხელს თუ არ აიღებს მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე, ამას პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
“უმკაცრესი შეფასებები მოვისმინეთ როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის იმ პროცესზე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს არის დამღუპველი პროცესი ქვეყნისთვის. „ქართული ოცნება“ ხელს თუ არ აიღებს მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე, ამას განცხადებების შემდეგ კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლეთა 9-კაციანი სია პარლამენტსა და მესამე სექტორში ამ დრომდე განხილვის თემაა.
აღნიშნულ თემაზე დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრებენ.
ასევე ნახეთ: უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა -კელი დეგნანი











