fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზალკალიანი: განცხადებები საკმარისი არ არის, რუსეთი აგრძელებს კუნთების თამაშს, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს უკრაინასა და რეგიონზე

20:01 აპრილი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, კერძოდ რუსული სამხედრო ძალის გაზრდის კონტექსტში უკრაინის საზღვრებთან. ბუნებრივია, ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, ისევე როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება და იქ არსებული სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის ასევე დაკავშირებული საქართველოსთან არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-უკრაინა მუდმივად იყვნენ კოორდინაციის რეჟიმში და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი.

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა იყო.

„მე გამოვხატე ჩემი სოლიდარობა გუშინდელი სატელეფონო საუბრის დროს და განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველა საერთაშორიო ფორმატშიც და ორმხრივადაც გავაგრძელოთ მხარდაჭერა, იქნება ეს სხვადასხვა რეზოლუციები თუ დეკლარაციები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა პროცესში. რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნაკლებობას არ უჩივის. მოგეხსენებათ, შექმნილია ნორმანდიის ფორმატი, ასევე პროცესი მიდის მინსკის მოლაპარაკების ფარგლებში, თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ განცხადებები და დეკლარაციები საკმარისი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციას ეს არ აღელვებს. ის აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას და ერთგვარ კუნთების თამაშს იმისთვის, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე და მთლიანობაში რეგიონის გარემოზე. ამიტომ, ეს არა მხოლოდ უკრაინის თემა და მათი საზრუნავია, არამედ ჩვენიც, რადგან ვხედავთ, როგორი გეოპოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი რეგიონში, ასევე შავი ზღვის რეგიონში, ამიტომ ეს ჩვენ გვეხება და მნიშვნელოვანია, რომ დღეს გადაიდგას აქტიური ნაბიჯები ორივე მიმართულებით საერთაშორიო თანამეგობრობის ჩართულობის კუთხითაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.

თეგები: დავით ზალკალიანირუსეთი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსეთში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დეკემბერი 6, 2021
813
მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
842
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია