ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ესკალაციის საფრთხე კვლავ არსებობს.
„როდესაც ევროპამ და აშშ-მ რუსეთზე ზეწოლის განხორციელება დაიწყეს, ესკალაციის ალბათობა შემცირდა, თუმცა მისი გამეორების გამორიცხვა არ შეიძლება.
ყირიმის ტერიტორიიდან დაახლოებით 3.5 ათასი სამხედრო წავიდა. დანარჩენი სამხედროები ადგილზე რჩებიან. ადგილზე რჩება სამხედრო ტექნიკის 90%. ამიტომაც ჩემი ხედვაა, რომ სექტემბრის ბოლომდე ესკალაცია ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ვიცით, რომ რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო წვრთნები „ზაპად-2021“ გაიმართება და ეს პერიოდი ძალიან სახიფათოა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.











