უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში, მობილიზაციის გამოცხადების გარეშე, რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კიევის ცნობით, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ყირიმში მობილიზებულია 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი.










