პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას გადადგომას ეხმაურება. როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას.
„ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მსჯელობა მერობის მომავალ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ზეწოლას, მე ამას გამოვრიცხავდი ორი მიზეზის გამო: პირველი – რა განმატებებიც გააკეთა გეგა შენგელიამ თვითონ, ოფიციალურ ბრიფინგზე და მეორე – ის გახლავთ მოქალაქეების მიერ არჩეული პირი და თვითონ რომ არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, ვერანაირი ზეწოლით მას თანამდებობის დატოვებას ვერავინ აიძულებდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა.











