აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი არჩევნების ისტორიაში ყველაზე ცუდი კანდიდატია. ტრამპი იუმორით პროგნოზირებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოუწიოს ქვეყნის დატოვება.
„დიდ ზეწოლას ვგრძნობ, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში ყველაზე ცუდ კანდიდატთან მიწევს ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რომ დავმარცხდე. რა უნდა ვქნა? მომიწევს იმის აღიარება, რომ ისტორიაში ყველაზე ცუდ კანდიდატთან დავმარცხდი. შესაძლოა, ამის გამო ქვეყნის დატოვებაც მომიწიოს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.











