ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ჟურნალისტებს ვაქცინის გასაკეთებლად დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჟურნალისტებს ვაქცინის გასაკეთებლად დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ დაგჭირდებათ დამატებით ხელშეწყობა, იმისთვის, რომ მეტად ორგანიზებული იყოს ჟურნალისტების რეგისტრაცია, ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია ამაში ხელი შეგიწყოთ, როგორც ამას მაგალითად, პედაგოგებისთვის ვაკეთებთ. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ თქვენი ინტერესი და სად გჭირდებათ დახმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 47 949 აცრა ჩატარდა











