გლდანის ოლქის 79-ე უბანზე, „პუბლიკის” ჟურნალისტის, მინდია გაბაძეზე თავდასხმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ადგილზე დაპირისპირების ამსახველი კადრების გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ჟურნალისტს ფეხი დაარტყა. გარდა ფიზიკური დაზიანებისა, ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და ნივთი დაზიანდა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











