რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.
მისივე თქმით, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა, არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.











