მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.











