“ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წარმატებულია და რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძე განაცხადა.
მისივე თქმით, ზონალური პარკირების პროგრამა მთელი ქალაქის მასშტაბით დაინეგება და ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება.
“ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო, რომ წლობით კონკრეტული ავტომობილები ეყენა, ლპებოდა, პრობლემას წარმოადგენდა, ადამიანი მანქანას ვერ აჩერებდა. ზონალური პარკირების შემოღებამ ბევრი კარგი რაღაც გააკეთა და მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ დანერგვას. რა თქმა უნდა, ტარიფები რაიონებისა და ქუჩების მიხედვით იქნება განსხვავებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.











