ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის, ევროპული საქართველოს, „ლელოს“ წევრები და მხარდამჭერები.
შეკრებილებს ხელთ უჭირავთ პლაკატები წარწერით „ქართული ოცნების შტაბი“, „ნუ გვართმევთ მომავალს“, „ბნელა“.
ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საოლქო კომისიებში შემაჯამებელი სხდომები მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფონზე. ამ სხდომას ყველგან დატოვებს მათი წარმომადგენელი პროტესტის ნიშნად, რადგან აზრს ვერ ხედავენ „გამყალბებელი კომისიის“ სხდომაზე დასწრების.
შეკრებილების თქმით, ბრძოლა გრძელდება და უკან დახევას არ აპირებენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს. ამბობენ, რომ არ შეეგუებიან დაშინებას, უსამართლობას და ხმების უკანონო გაყალბებას. ამიტომაც, უერთდებიან თბილისში შაბათს, 15 ნოემბერს დაგეგმილ მასშტაბურ შეკრებას.











