ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა თვითნებურად კოვიდადასტურებულმა პაციენტმა დატოვა, რომელიც სამედიცინო ცენტრში დღეს შეიყვანეს.
“შუახანს გადაცილებული ქალბატონი კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით მოიყვანეს, ტესტირებისას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც უარი განაცხადა და თვითნებურად დატოვა კლინიკა.”- განაცხადა კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ.
მისივე განმარტებით,ფატის შესახებ დაუყოვნებლივ შეაყობინეს საპატრულო პოლიციას.
როგორც გაირკვა, გაქცეული პაციენტი სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
იგი ამჟამად თერჯოლის კოვიდცენტრში გადაჰყავთ.
ავტორი:თეა შონია











