fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე კვლევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ხარჯი ეფექტური მუშაობისკენ იყო მიმართული

17:13 ივნისი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

„ყველა ხარჯი მიმართულია საკრებულოს ეფექტური მუშაობისთვის და მისი მოვალეობების უკეთ შესრულებისთვის,”- ასე გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია რომ 2017-2019 წლებში ზუგდიდის საკრებულომ 89,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარი შეადგინა, აქედან 16.5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გახარჯა.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ კანონით დადგენილ ნორმებში იხარჯება საწვავი. ყოველთვიურად 700 ლიტრი ბენზინი. რომელიც ბოლომდე არ იხარჯება და თუ რამე იხარჯება ეს არის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ფუნქციების შესრულებაზე, რომელიც მეკისრება მე და სხვა წევრებს, ამიტომ ყველა ხარჯი მიმართულია საკრებულოს ეფექტური მუშაობისთვის და მისი მოვალეობების უკეთ შესრულებისთვის“, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ.

როგორც წოწერიამ აღნიშნა, მსგავს ანგარიშებს მიესალმება, რათა საკრებულომ მომავალში უკეთ შეძლოს საქმიანობის გაუმჯობესება, თუმცა მისი განცხადებით, ისინი ნაწილობრივ ეთანხმებიან აღნიშნულ ანგარიშში აღწერილ მიგნებებს, თუმცა ცალსახად აღნიშნავენ, რომ საკრებულო თავის საქმიანობას ობიექტურად და კარგად ახორციელებს.

„გავეცანი ანგარიშს და რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დავინახოთ ობიექტური ტენდენციები და გამოვიყენოთ ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ მიგნებებს, რომელიც არის ხარვეზის დამდგენი და სარეკომენდაციო ხასიათის, ვერ დავეთანხმებით, რომ სუსტად ასრულებს საზედამხედველო და მაკონტროლებელ ფუნქციებს. ჩვენი პოზიცია პრეზენტაციაზეც დავაფიქსირეთ. ვფიქრობ, რომ საკრებულო საკმაოდ ობიექტურად და კარგად ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს და მოვალეობებს“, – აღნიშნა მან.

ავტორი: თეა შონია

თეგები: ბიუჯეტი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

დენის ტარიფი იმ მინიმუმით გაიზარდა, რაც კომპანიებს ოპერირების შესაძლებლობას მისცემს – გია არაბიძე

დეკემბერი 29, 2020
857
დედაქალაქი

საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დეკემბერი 26, 2020
845
ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო – არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს ვერ მოხდა თანხების ათვისება

დეკემბერი 2, 2020
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია