ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 1,952,557 ლარი შეადგინა, ფულადი ჯილდოს სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ჯამში 26,700 ლარი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საქმიანობის შეფასებას ეხება.
კვლევის საანგარიშო პერიოდი 2017 – 2019 წლებს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულომ 89,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარი შეადგინა, აქედან 16.5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გახარჯა.
ავტორი: თეა შონია











