ზუგდიდის ცენტრში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. თავდამსხმელის მიერ მიცემული 2 საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, სწორედ დროის გასვლის შემდეგ გამოჩნდა ზუგდიდში ჯავშანტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე საათია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში თავდამსხმელია შეჭრილი და მას 19 მძევლი ჰყავს აყვანილი.
იხილეთ ვიდეო → ზუგდიდში ძარცვის ადგილზე ჯავშანტექნიკა მიიყვანეს
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
„მძევლები დაჩოქილები ჰყავთ“ – ექსკლუზიური ფოტოები ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ოფისიდან
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)
იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო











