ზუგდიდში, ქაფათის სასაფლაოზე რეზო ლაგვილავას საფლავი გაქურდეს. ამის შესახებ ლაგვილავას ემიგრაციაში მყოფი მეუღლე, ელისო მაჭავარიანი წერს.
„აი, ჩემი საქართველო რას დაემსგავსა. ჩემი მეუღლის საფლავზე სააღდგომოდ გრანიტის ქვა მოიპარეს. გული გასკდა, რატომ?“,-წერს გარდაცვლილის მეუღლე.
„ავიდნენ სასაფლაოზე ელისოს ძმა და რეზოს სიდედრი,კორკოტო აჰქონდათ და უზარმაზარი სკამის გრანიტის წითელი ქვა,რომელიც ტატომ მამამისის სახელზე ერთი წლის წინ გააკეთებინა, წაღებული დახვდათ“,- ამბობს ოჯახის ახლობელი.
რეზო ლაგვილავა 2004 წელს გარდაიცვალა. მეუღლე ელისო მაჭავარიანი მოსკოვში ცხოვრობს,ხოლო ერთადერთი ვაჟი, ტატო ლაგვილავაასევე ემიგრაციაშია ისრაელში.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.
ავტორი: თეა შონია











