ზუგდიდში, სადაც უკვე რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღის პირველ ნახევარში შეიჭრა, ამ დროისთვის მას მძევლად 19 პირი ჰყავს აყვანილი.
სპეცოპერაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
„მძევლები დაჩოქილები ჰყავთ“ – ექსკლუზიური ფოტოები ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ოფისიდან
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)
იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო











