ზუგდიდში, ტერენტი გრანელის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოჯახის თქმით, საოჯახო ნივთებისა და სურსათ-სანოვაგეს გადარჩენა ვერ მოახერხეს. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებული ოჯახი სოციალურად დაუცველია.
„მათ ზუგდიდის მერია პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურდახმარებას გაუწევს. საჭიროების შემთხვევაში კი, ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასაც შესთავაზებს. დაეხმარება ასევე სურსათითაც. რაც შეეხება ფინანასურ დახმარებას, ის დაზარალებულ ოჯახს, სპეციალური კომისის დასკვნის შემდეგ გადაეცემა“,-აცხადებენ მერიაში.
ხანძრით დაზარალებულთა ფინანსურ დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტი მაქსიმუმ 3000 ლარამდე ითვალისწინებს.











