ზუგდიდში, დადვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები ადგილზე გაჩხრიკა, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.
მოგვიანევით ისინი სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია











