მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია ავრცელებს.
„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი, ბოდიში“, – წერს ქეთი ვადაჭკორია.
ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.
გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.









