fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლებამ სასტიკად, კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი – გრიგოლ ვაშაძე 

14:15 ივნისი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

„20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა. ამ დღემ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, განათლებული თაობა ჰყავს და როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს”, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ყველანი ვალში ვართ ამ ახალგაზრდებთან.

„ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონის დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. საქართველოს მოქალაქეების სამშვიდობო პროტესტი საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის დუმის პროპაგანდისტის, ბოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო.

იმ სავარძელში, საიდანაც საქართველოს ნანატრი დამოკიდებულობა გამოცხადდა. 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ უშუალო მითითება გასცა თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოსურნე ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ.

ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი ტერორისტის მიმართ მცირე კრიტიკასაც ვერ ბედავენ, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარეს. ეს პროგრესული თაობა იბრძოდა რუსთაველზე. მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიის მსგავსის არგანმეორების გარანტია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თეგები: გრიგოლ ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან – ახალი პლატფორმის „მესამე ძალა“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

აგვისტო 29, 2021
797
პოლიტიკა

თუ ხელისუფლებას დაწერილი აქვს 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე გასაგზავნი განცხადება, შეუძლია დაახვიოს და წაიღოს ეროვნულ არქივში – ვაშაძე

ივლისი 8, 2021
805
პოლიტიკა

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ეს ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაადგეს – გრიგოლ ვაშაძე

ივნისი 24, 2021
903

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია