“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, 10 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს.
ბოტკოველის თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას დაანახვოს რამდენად მნიშვნელოვანია 15 მაისს დაგეგმილი პროტესტი.
„10 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს.
ჩვენ როგორც ლიდერები, ისე აქტივი მოვედებით მთლიანად საქართველოს და დავარწმუნებთ მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 15 მაისი. დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება ბევრი გადაწყვეტილების მიმღები”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.











