ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გამო, დღეს100-ზე მეტი რესტორანი და კვების ობიექტი მიტანის სერვისს აჩერებს. რესტორნის მფლობელების თქმით, ეს სიმბოლური პროტესტი იქნება.
„მოდით ვთქვათ, რომ არ ვმუშაობთ, ამას მუშაობა არ ჰქვია. ფაქტობრივად, რესტორნები დაკეტილი გვაქვს, მიტანის სერვისი არის ჩვენთვის მინუსი, ვინაიდან იმის გამო, რომ მიტანის კომპანიებიც წილში გვყავს, ეს ძალიან ძვირი გვიჯდება. სასოწარკვეთილები ვართ და ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ამ აქციაში, ეს იქნება სიმბოლური ბოიკოტი“, – აცხადებს „შავი ლომის“ მფლობელი მერიკო გუმბერიძე.











